ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიო ასზე პირველი მატჩი მოიგეს

09 აპრ 2026

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე პირველი მატჩი მოიგო. რევაზ ჩომახიძის გუნდი თურქეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ მეორე ტურში ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 17:15 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთ მატჩს გამართავს და დღეს სლოვენიას შეხვდება. ტურნირზე მონაწილეობას 24 ქვეყნის ნაკრები იღებს და ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 16 საუკეთესო ნაკრები გამოვლინდება, რომლებიც მერვედფინალში დაწყვილდებიან.