09 აპრ 2026
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის სერიის მეორე მატჩში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტამბოლის „გალათასარაისთან“ 64:62 დამარცხდა. შერმადინი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 19 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერს მესამე მატჩი გადაწყვეტს.