09 აპრ 2026
NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ “მინესოტა“ 132:120 დაამარცხა, ქართველი კალათბურთელი კი პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ბითაძემ 21 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზეა - 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. „ორლანდომ“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო, შედეგად, 44 მოგებით და 36 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს სტუმრად ჩიკაგო ბულსთან გამართავს.