საქართველოს ფეხბურთელ ქალთა ნაკრები ფარერებთან მატჩისთვის ემზადება

09 აპრ 2026

საქართველოს ქალთა ნაკრები თბილისში შეკრიბა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდი შეხვედრისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ავაზას“ მოედანზე ემზადება. „ჯვაროსნები“ 18 აპრილს ტორსჰავნში ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ნაკრები 15 აპრილამდე თბილისში მოემზადება, 16 აპრილს კი გუნდი ფარერის კუნძულებზე გაემგზავრება. მატჩისთვის საქართველოს ნაკრებში 23 ფეხბურთელია გამოძახებული. მათ შორის ერთი დებიუტანტია – „ნიკე-ლუსოს“ თავდამსხმელი თეკლა ბერიძე.