09 აპრ 2026
საბერძნეთის დედაქალაქში სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, მისივე ნაწარმოები - ,,რეკვიემი“ შესრულდა. საღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.