ცხრა აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს დღეს ბათუმში „ძლიერი საქართველო ლელო“-ს წევრებმა

09 აპრ 2026

ცხრა აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს, დღეს, ბათუმში „ძლიერი საქართველო ლელო“-ს წევრებმა. მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და 37 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს. ამბობენ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც 1989 წლის 9 აპრილს 21 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა დღმდე გრძელდება.