37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

09 აპრ 2026

 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. საქართველო გმირებს იხსენებს და ქვეყნის უმთავრეს მონაპოვარს თავისუფლებას აღნიშნავს.

დილიდან ხალხმრავლობაა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან, სადაც მაშინდელი აქციის მონაწილეები, დაღუპულთა ახლობლები, რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები მიდიან. 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე  და მინისტრთა კაბინეტის წევრები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი არიან საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მშობლები და მათი ოჯახების წევრები. ცოტა ხნის წინ მემორიალთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. არსებული ინფორმაციით, დააკავეს ერთი პირი.