09 აპრ 2026
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთი პირი დააკავა.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, მოქალაქის დაკავება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილემ 9 აპრილის მემორიალთან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიტანილი თაიგულები წააქცია და ბილწსიტყვაობდა.
საპატრულო პოლიციის წარმომადეგნლებმა მოქალაქეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს, თუმცა ის შეურაცხმყოფელ შეძახილებს აგრძელებდა.
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ადგილზე მისულ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებსაც რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
დილიდან მემორიალთან რამდენიმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და იქ მისულ მოქალაქეებს შორის, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.