შსს-ს ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, მეორე კი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

09 აპრ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზეა დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა 9 აპრილის მემორიალთან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიტანილი გვირგვინები წააქცია და ბილწსიტყვაობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მეორე პირი სსკ-ის 126-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.