09 აპრ 2026
9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მივიდა. მეუფე შიომ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და პანაშვიდს აღავლინა.
მეუფე შიომ შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. მასთან ერთად სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.
მეუფე შიოს თქმით, 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
„განსხვავებული იყო მათი ცხოვრება და მათი ღვაწლი, მათი აღსასრული, მაგრამ მისმა უწმინდესობამ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ღვთისადმი, სამშობლოსადმი, ადამიანისადმი მსახურებას. 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები გარდაიცვალნენ სამშობლოსთვის, თავი შესწირეს და ვფიქრობთ იმაზე, თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ისევე 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.
დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გარეგნული პირობები იყოს, რომ გვქონდეს მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება და უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო რაც მოგესურვება და რაც გინდა, არამედ ეს არის შეგეძლოს მართო შენი თავი, რომ აკეთო ის, რაც მართებულია და საჭიროა“, - აღნიშნა მან.