იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ეკლესია მომლოცველებისთვის გაიხსნა

09 აპრ 2026

ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში  მიღწეული დროებითი ზავის შემდეგ იერუსალიმის წმინდა ადგილები დამთვალიერებლებისა და მომლოცველებისთვის გაიხსნება. 

ისრაელის პოლიციის განცხადებით, წმინდა ადგილები 9 აპრილს, დილიდან გაიხსნება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებული იქნება ასობით პოლიციელი.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ექვსი კვირის წინ დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების, მათ შორის, აღდგომისა და პასექის პერიოდში ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირთა მცირე რაოდენობა დაიშვებოდა.

ისრაელმა წმინდა ადგილების დახურვის ბრძანება 28 თებერვალს, ირანზე თავდასხმების შემდეგ, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში გამოსცა.