აშშ-მა უნდა აირჩიოს, მშვიდობა სურს თუ ომი-ირანელი დიპლომატი

09 აპრ 2026

აშშ-მა უნდა აირჩიოს, ომი სურს თუ მშვიდობა-განაცხადა  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საიდ ხატიბზადემ ბი-ბი-სი-სთან ექსკლუზიურ 15-წუთიან ინტერვიუში. ირანელი დიპლომატი   ისრაელის მიერ ირანის მოკავშირე ლიბანზე თავდასხმებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს და ამბობს, რომ  ირანმა გუშინ ღამით ოვალურ კაბინეტს შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა. „თქვენ არ შეგიძლიათ მოითხოვოთ ცეცხლის შეწყვეტა, მიიღოთ პირობები, რომლებიც მოიცავს ყველა სფეროს, მათ შორის ლიბანს და შემდეგ თქვენი მოკავშირე ისრაელი ხოცვა-ჟლეტას იწყებს“-აცხადებს ხატიბზადე.

მისივე თქმით, აშშ-მა „უნდა აირჩიოს“,  ომი სურს  თუ მშვიდობა: „თქვენ არ შეგიძლიათ ორივე ერთდროულად გქონდეთ. ისინი ურთიერთგამომრიცხავია - ეს საკმაოდ აშკარაა“. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის კონტაქტები გრძელდება და ორივე მხარემ გუშინ ღამით პაკისტანის მეშვეობით შეტყობინებები გაცვალა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი „ძალიან დაინტერესებულია შედეგის მიღწევით“, რადგან ეს მის ეროვნულ ინტერესებშია. აშშ-სა და ირანის წარმომადგენლების შეხვედრა პაკისტანში  შაბათს იგეგმება. ხატიბზადეს თქმით, მოლაპარაკებებს აშშ-ის მხრიდან ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ხოლო ირანის მხრიდან ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი უხელმძღვანელებს.