09 აპრ 2026
ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის გარდაცვალებიდან 40-ე დღეს ირანელები გლოვის ნიშნად თეირანის ქუჩებში ირანის დროშებითა და ხამენეის და მისი შვილის, ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის მოჯტაბა ხამენეის, პორტრეტებით ხელში გამოვიდნენ.
დედაქლაქის ქუჩებში გარდაცვლილი ლიდერის გამოსახულებით უზარმაზარი ბილბორდები, ერთ-ერთ შენობაზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანის ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ დიდი დროშა გამოფინეს.
შეკრებილები იმ შენობისკენ გაემართნენ, სადაც 28 თებერვალს აშშ-ისრაელის ომის დასაწყისში ხამენეი მოკლეს. აშშ და ირანი ოთხშაბათს შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე, სანამ ომის უფრო ფართომასშტაბიან დასრულებაზე მოლაპარაკებას დაიწყებენ. ისრაელი დათანხმდა ირანზე თავდასხმების შეჩერებას, მაგრამ განაცხადა, რომ ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ კამპანიას არ შეწყვეტს.