09 აპრ 2026
9 აპრილი საქართველოს ეროვნული ერთობის დღეა - დღე, როდესაც საქართველო თავის გმირებს პატივს მიაგებს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში წერს.
„1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი პროტესტის დროს, საბჭოთა რეჟიმის ძალადობამ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ასევე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. თავისუფლების სული უძლეველია“, - აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.