რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა - თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი

12 ნოე 2025

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

მხარეებმა განიხილეს საქართველოში, ჩვენი სამხედრო - სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს, დაღუპული ჯარისკაცების გამო, სამძიმარი გამოუცხადა",- წერია განცხადებაში.