მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება

09 აპრ 2026

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა ევროპის და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში წელს, სავარაუდოდ, არსებითად შენელდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ზემოქმედების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ვაჭრობის ფრაგმენტაციის გამო.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით.

"2026 წელს, მსოფლიო ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის საქართველოში, ხოლო 2027 წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკმა არაერთ ქვეყანას შეუმცირა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საქართველოს ეკონომიკა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად.

აღსანიშნავია ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებს ქვეშ განხორციელდა და რაც გულისხმობს ეკონომიკური განვითარების კორპორაციის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეების, არამედ, ზოგადად, ეკონომიკის მხარდაჭერას სხვადასხვა საბაზრო ინსტრუმენტებით, რაც ასევე დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.