37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - მემორიალი ყვავილებით შეამკეს  ქედაში

09 აპრ 2026

9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს ქედაში. მოქალაქეები და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და დაღუპულებს პატივი მიაგეს.  მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სანთლები დაანთეს. 37 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე  ამბობენ, რომ 9 აპრილი არის  გმირობისა და სიამაყის დღე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.