37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - მემორიალი ყვავილებით შეამკეს  ხელვაჩაურში

09 აპრ 2026

9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს ხელვაჩაურშიც. ამ დღის სიმბოლოდ ქცეული ტიტებით მიაგეს მათ ხსოვნას პატივი და მემორიალი შეამკეს  მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.  ისაუბრეს ტრაგედიას შეწირული 21 სიცოცხლის მნიშვნელობასა და მათი გმირობის ფასად მოპოვებულ თავისუფლებაზე.

შეკრებილებს შორის იყვნენ  9 აპრილის აქციების მონაწილეებიც.