დიდი  ხუთშაბათი

09 აპრ 2026

დღეს  დიდი  ხუთშაბათია.  ვნების შვიდეულთა შორის დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებულია.   მორწმუნეები ამ დღეს მაცხოვრის ცხოვრებიდან უმნიშვნელოვანეს ეპიზოდებს იხსენებენ.  სახარების მიხედვით სწორედ ამ დღეს იესო ქრისტემ  ევქარისტიის საიდუმლო დააწესა და ფეხთბანვის წესი დაადგინა.
ეკლესია ამ დღეს  ასევე იხსენებს  გეთსემანიის ბაღში  მაცხოვრის ლოცვას და იუდას მიერ ქრისტეს გაცემას. დიდ ხუთშაბათს ტაძრებში  12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმიდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები   იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.  
სახარების კითხვის დროს ანთებული სანთლებს  მოწრმუნეები სახლში  მიაბრძანებენ.    ბათუმის ღვთისმშობლის  შობის საკათედრო ტაძარში  12 გზის სახარება  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ  სასულიერო პირებთან ერთად წაიკითხა.