კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია

13 ნოე 2025

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ  IV  საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თბილისში.

შეხვედრას 20-მდე ქვეყნის დელეგაცია ესწრება.  კონფერენციის მიზანია, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობა და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.