აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

10 აპრ 2026

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ასევე, ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების გავლით, ხოლო №2 და №2ა ხაზებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილდებიან მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.