აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცა

10 აპრ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს შეხვდა. 

უწყების ინფორმაციით, გიორგი ჯინჭარაძემ მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.