ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“

13 ნოე 2025

ბათუმში გაიხსნა მე-18 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“. წელს საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო 1500-ზე მეტი ფილმი.

სელექციის წესით 72 ფილმი შეარჩიეს. გამარჯვებული ფილმები დახურვის ცერემონიალზე იქნება წარმოდგენილი.

კონკურსში ასზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. მასში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ანიმატორები.