10 აპრ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტანკერებს გადასახადებს აკისრებს.
დონალდ ტრამპის თქმით, თუ აღნიშნული სიმართლეს შეესაბამება, ირანმა ეს ქმედება უნდა შეწყვიტოს.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარების მხრივ საქმეს ცუდად ასრულებს და ეს აშშ-სა და ირანს შორის დადებული შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება.