რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა.

10 აპრ 2026

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააღდგომო ზავი 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე იმოქმედებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს და  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს დაევალათ ამ პერიოდში ყველა მიმართულებით საომარი მოქმედებების შეწყვეტა.

ასევე ჯარები მზად უნდა იყვნენ მტრის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისა და ნებისმიერი აგრესიული მოქმედების წინააღმდეგ საბრძოლველად.