ვიქტორ ორბანი - უნგრეთის არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევა მიუღებელია

10 აპრ 2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უნგრეთის არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევა მიუღებელია.

ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრელმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. დაამატა, არჩევნები უნგრეთის მომავლისთვისაა, უცხო ქვეყნებისთვის კი ეს უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების შანსია და ფიქრობენ, რომ ვიდრე უნგრეთს ჰყავს პატრიოტული მთავრობა, უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

ორბანმა აღნიშნა, რომ  ვიდრე ქვეყანას პატრიოტული მთავრობა ჰყავს, უკრაინას არცერთ ცენტს არ გაუგზავნის და არც მის ევროკავშირში გაწევრიანებას  მხარს დაუჭერს.