10 აპრ 2026
ჩემპიონთა ლიგაში გამართული პირველი მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელია კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა „ლივერპულს“ გაუტანა, ზედიზედ მესამედ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.
ამას გარდა, კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო ბურთის გატანა.
კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში რვა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა დაუგროვდა – ის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.