10 აპრ 2026
გიორგი მამარდაშვილი, დიდი ალბათობით, „ლივერპულის“ პირველი ნომერი გახდება, რადგან ალისონ ბეკერი „იუვენტუსის“ წინადადებას დათანხმდა და ზაფხულში იტალიურ გრანდს შეუერთდება – ინფორმაციას გამოცემა „გაზეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ტურინული კლუბი პირველი ნომრის პოზიციაზე დიდი გამოცდილების მეკარეს ეძებს და უპირველეს კანდიდატად ალისონ ბეკერს განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში დაბრუნება ბრაზილიის ნაკრების 33 წლის მეკარესაც სურს და ის ტრანსფერზე თანახმაა. ალისონი „ლივერპულში“ 2018 წლის ზაფხულში „რომადან“ გადავიდა.
ამ ხნის განმავლობაში მან ინგლისურ კლუბში 332 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და კარი მშრალად 140-ჯერ შეინახა“, – წერს იტალიური გამოცემა.