საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა

10 აპრ 2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ვახტანგ ჯვარაშვილისა და ჯანო გიორგაიას გოლებით დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ნიჰად ისმაილოვმა სხვაობა შეამცირა, რამდენიმე წუთში ირაკლი თოდუამ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.

დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ თითო ბურთის გატანა მოახერხეს. გოლები კენან მანაფოვისა და ნიკოლოზ კურტანიძის ანგარიშზეა. საბოლოოდ მატჩი 4:2 „ჯვაროსნების“ გამარჯვებით დასრულდა.

ეს გუნდები 11 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.