ქართველი წყალბურთელები მსოფლიო თასის მერვედფინალში ითამაშებენ

10 აპრ 2026

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი სლოვენიის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 24:7 დაამარცხა და მერვედფინალში ითამაშებს.

ქართველმა წყალბურთელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ოთხივე მეოთხედი მოიგეს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 24-დან 16 ნაკრები პლეიოფში გააგრძელებს ბრძოლას და ორი საუკეთესო 2026 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება.