10 აპრ 2026
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტთან“ გამართა და 128:114 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთი შედეგიანი გადაცემა იყო.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 45 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.
რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდს ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.