10 აპრ 2026
პოლონეთში, კლინიკაში გარდაცვლილი 5 თვის ჩვილის საქმეზე დედა დააკავეს, იძებნება ბავშვის მამა, რომელიც გამოძიების თანახმად ასევე ძებნილია.
პოლონური მედიის ინფორმაციით ბავშვების მშობლები ქართველები არიან. საქმესთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს. სამივეს ბრალი ბავშვისთვის სერიოზული ზიანის მიყენებასა და დახმარების არ გაწევისთვის წაუყენეს.
როგორც უცხოური მედია იტყობინება ბავშვი პედიატრიულ ცენტრში 2 აპრილს დედამ მიიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პროკურორის ინფორმაციით, გამოკვლევებმა დაადასტურა თავის ქალის მოტეხილობა და ქრონიკული ტვინის დაზიანებები. ექიმების თქმით, ეს დაზიანებები, შესაძლოა, ერთი დაცემის შედეგი არ იყოს.