ვითარება უკრაინაში

10 აპრ 2026

რუსული თავდასხმის შედეგად ოდესაში პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

გუბერნატორის განცხადებით, დრონებით თავდასხმისას რამდენიმე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ოლეგ კიპერის თქმით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთება გაზაფხულზე დასრულდება.