10 აპრ 2026
კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი აშშ-ში არ ნიშნავს უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას.
დიმიტრი პესკოვის თქმით, კირილ დმიტრიევი ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობს და ის ამ კუთხით განაგრძობს მუშაობას.
პესკოვი ამბობს, რომ რუსეთს არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ხანგრძლივი მშვიდობა სურს.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, ეს მშვიდობა შესაძლებელია დღესვე დამყარდეს, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი „პასუხისმგებლობას აიღებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.“