ისრაელის განცხადებით, ლიბანიდან გაშვებული რაკეტების საპასუხოდ „ჰეზბოლას“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს

10 აპრ 2026

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კარმილისკენ 5 რაკეტა გაუშვა. უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ხუთივე მოიგერია.

გავრცელებული ცნობით, ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაზიანდა სკოლა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ისრაელი აცხადებს, რომ დღეს დილიდან „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლა.

ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანიდან რაკეტების გაშვების შემდეგ „ჰეზბოლას“ პოზიციებზე იერიში მიიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სკოლის შენობა დაბომბეს, რომელსაც, მათი მტკიცებით, „ჰეზბოლა“ რაკეტის გასაშვებად იყენებდა.