ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე წითელი პარასკევი

10 აპრ 2026

დღეს წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა.

ამ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვას და დატირებას ასახავს. გარდამოხსნის რიტუალი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. 

მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა. მორწმუნეები წითელ პარასკევს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს, რადგან, სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.