ამერიკული დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა - დღეს აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება

11 აპრ 2026

ამერიკული დელეგაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანის დედაქალაქში ჩავიდა. ისლამაბადში, დღეს, აშშ-ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება. ინფორმაციას მსოფლიო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკულ დელეგაციაში დი ვენსის გარდა არიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.

პაკისტანში უკვე იმყოფება ირანული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამად ბაღერი ღალიბაფი არიან.

28 თებერვალს აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ, ეს მხარეებს შორის პირველი შეხვედრა იქნება.