Artemis II-ს მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა

11 აპრ 2026

Artemis II-ს მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა, - ინფორმაციას NASA ავრცელებს.

NASA-ს Artemis II-ის მისიამ მთვარის გარშემო მოგზაურობა დაასრულა და თბილისის დროით 4:07 საათზე წყნარ ოკეანეში, სან დიეგოს სანაპიროსთან წარმატებით დაეშვა.

Artemis II-ის ეკიპაჟის წევრებმა რეიდ უაისმენმა, ვიქტორ გლოვერმა, კრისტინა კოხმა და ჯერემი ჰენსენმა 10-დღიანი მოგზაურობის ფარგლებში დედამიწიდან 252,756 მილს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორ წერტილს მიაღწიეს და 56 წლის წინ აპოლო 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნეს.

დედამიწაზე დაშვების შემდეგ ეკიპაჟის წევრები სამედიცინო შემოწმებისთვის აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდზე USS John P. Murtha-ზე გადაიყვანეს. მისიის მეთაურმა, რეიდ უაისმენმა აღნიშნა, რომ ეკიპაჟის ოთხივე წევრი თავს კარგად გრძნობს.

NASA-ს დირექტორის, ჯარედ აიზეკმენის განცხადებით, მთვარეზე მისიები გაგრძელდება.