11 აპრ 2026
ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში – ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყება სიონის საპატრიარქო ტაძარში და მას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო აღასრულებს. ღამის 11 საათზე დაიწყება სააღდგომო ლიტურგია ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარშიც. აღდგომის დადგომასთან ერთად, მორწმუნეთათვის 47-დღიანი მარხვაც დასრულდება. დღესვე, ჩამოაბრძანებენ თბილისში წმინდა ცეცხლს, რომელიც მოგვიანებით მთელ ქვეყანაში გავრცელდება.