11 აპრ 2026
ხვალ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიცია უკრაინის ინტერესების გამტარებლად მოიხსენია. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ხვალ რეალური არჩევანია, თუ ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას, ზელენსკი თუ მოქმედი პრემიერ-მინისტრი.
ორბანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთის ფული უკრაინაში გაიგზავნება.
თავის მხრივ, წინასაარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიციური პარტიის „ტისას“ ლიდერმა, მოქალაქეებს მოუწოდა ხმა მისცენ ხელისუფლების ცვლილებას. პიტერ მაგიარის თქმით, მათი პარტია ორ წელიწადში „თითქმის არაფრიდან“ ქვეყნის ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად იქცა.