ისრაელი - ლიბანის  მოლაპარაკებები

11 აპრ 2026

ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან, ინფორმაციას ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეები შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეიკრიბებიან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისა და პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების თარიღზე შეთანხმების მიზნით. ამასთან,  ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ლიბანის მთავრობას, ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.