წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

11 აპრ 2026

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
 
ცეცხლის გარდამოსვლის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება განლაგებული, რომელთა მთავარი ამოცანა უსაფრთხოების დაცვაა.
 
წელს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება, ირანთან ომის გამო დაწესებული შეზღუდვები ახლახან გამოცხადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც რიტუალის სრული მასშტაბით ჩატარება გახადა შესაძლებელი.