სომხეთში, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი

11 აპრ 2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის  და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის ავტობუსი Nissan-ის მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ავტობუსი წინასაარჩევნო კამპანიისას საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების ავტობუსებთან ერთად ლორეს პროვინციაში მიემგზავრებოდა.