მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

11 აპრ 2026

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი, ტრადიციისამებრ, იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა.

მორწმუნეები წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად, იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

ზეციური ცეცხლი საფლავზე, თბილისის დროით 15:14 საათზე გადმოვიდა.

ტაძარში იმყოფებოდნენ ქართველი მომლოცველებიც. ისმოდა შეძახილები - „ქრისტე აღსდგა!“

წმინდა ცეცხლს საქართველოში, იერუსალიმში სპეციალურად გამგზავრებული დელეგაცია ჩამოაბრძანებს, რის შემდეაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში გავრცელდება.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.