11 აპრ 2026
პაკისტანის დედაქალაქ, ისლამაბადში აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
უცნობია, მხარეები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან, თუ შუამავლების მეშვეობით.
თუკი დადასტურდება, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს პირისპირ მართავენ, ეს ორ ქვეყანას შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრა იქნება 1979 წლის შემდეგ.