11 აპრ 2026
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა, რის შედეგადაც უკრაინაში 175 სამხედრო მოსამსახურე და 7 სამოქალაქო პირი დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ტყვეობიდან დაბრუნებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, სამოქალაქო პირები.