11 აპრ 2026
არსებული რეგულაციების გამო, წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია გაემგზავრა. ცეცხლს თავდაპირველად სიონის საპატრიარქო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. ლიტურგია საღამოს 11:00 საათზე დაიწყება, 12:00 საათზე კი ლიტანიობა შესრულდება. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდება ტაძრებში წმინდა ცეცხლი, რომელსაც მორწმუნეები შემდეგ სახლში წაიღებენ. ბათუმის სამების დედათა მონასტერში აღავლენს მსახურებას ბათუმისა და ლაზეთის მოტროპოლიტი მეუფე დიმიტრი. აღდგომის დადგომასთან ერთად, მორწმუნეთათვის 47-დღიანი მარხვაც დასრულდება. დღესვე, ჩამოაბრძანებენ თბილისში წმინდა ცეცხლს, რომელიც მოგვიანებით მთელ ქვეყანაში გავრცელდება.