საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები

11 აპრ 2026

რა ეტაპზეა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გადატვირთვის საკითხი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და დასტურად შტატებში ქართული მხარის წარმომადგენელთა ვიზიტები და პრემიერსა და სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცია მოჰყავთ. „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ურთიერთობების გადატვირთვის მზად არის, თუმცა, პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ როგორც ამერიკასთან, ისე სხვა ნებისმიერ პარტნიორთან, ამოსავალი წერტილი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია.