Fox News-ის სტატია - შეფასება

11 აპრ 2026

ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციებისთვის გვერდის ავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს, - ამის შესახებ Fox News-ი სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ვკითხულობთ: „ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის კურსის თეირანის რეჟიმისკენ შებრუნება, შესაძლოა, რეგიონში აშშ-ის ინტერესებისთვის პრობლემური აღმოჩნდეს.“ Fox News Digital-თან საქართველოში ირანის გავლენების გახრდის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის თანაავტორმა, გიორგი კანდელაკმა ისაუბრა. აღნიშნულ სტატიას ეხმაურებიან თბილისში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანდელაკი, ისევე როგორც ოპოზიციის დიდი ნაწილი, საქართველოს შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს.