იერუსალიმის ტაძარში შეკრებილმა მომლოცველებმა კიდევ ერთხელ იზეიმეს მართლმადიდებლური სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე

11 აპრ 2026

ქალაქი, სადაც ყოველი ქვა ისტორიას ყვება, კვლავ გახდა სასწაულის მოწმე. იერუსალიმის ტაძარში შეკრებილმა მომლოცველებმა კიდევ ერთხელ იზეიმეს მართლმადიდებლური სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე.
აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა თბილისის დროით ზუსტად 15 საათსა და 13 წუთზე აღსრულდა. წმინდა ცეცხლი ტაძარში რამდენიმე წამში, უფლის მიწიერი ცხოვრების წლების ნიშნად შეკრულ 33 სანთელზე, ხელიდან ხელში გავრცელდა.